This article is not yet translated. Showing the original version.

მედიაკომპანიები Google-ის AI ინსტრუმენტების გამო საძიებო სისტემიდან გათიშვას განიხილავს

Andrew Altair, Founder
მედიაკომპანიები Google-ის AI ინსტრუმენტების გამო საძიებო სისტემიდან გათიშვას განიხილავს

საერთაშორისო მედიაკომპანიები Google-ის საძიებო სისტემასთან თანამშრომლობის შეწყვეტას განიხილავს. AI მიმოხილვების გამო მომხმარებლები საიტებზე აღარ გადადის და ტრაფიკი მკვეთრად მცირდება.

Wall Street Journal-ის ცნობით, USA Today, Politico, Reuters და Reddit Google-თან 2026 წლის ურთიერთობას ხელახლა აფასებს. USA Today-ის საძიებო ტრაფიკი 1 წელში 50%-ით შემცირდა.

USA Today-ის CEO-მ, მაიკ რიდმა, განაცხადა: „დადგა დრო, მტკიცე პოზიცია დავიკავოთ და ვთქვათ, რომ საკმარისია“. Reddit-იც Google-თან $60 მილიონიან კონტრაქტს ეჭვქვეშ აყენებს.

Cloudflare-ის CEO-მ, მეთიუ პრინსმა, დაადასტურა, რომ ბოტების ტრაფიკმა ადამიანების ტრაფიკს ისტორიაში პირველად გადააჭარბა. მედიასაშუალებები საკუთარ კონტენტს დაიცავს და რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.