Эта статья ещё не переведена. Показана оригинальная версия.

ლოს-ანჯელესში ხელოვნური ინტელექტის პირველი მუზეუმი Dataland გაიხსნა

Andrew Altair, Founder
ლოს-ანჯელესში ხელოვნური ინტელექტის პირველი მუზეუმი Dataland გაიხსნა

ლოს-ანჯელესში ხელოვნური ინტელექტის პირველი მუზეუმი Dataland გაიხსნა, რომელმაც ორ კვირაში 10 000-ზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა. სივრცე ხელოვან რეფიკ ანადოლისა და ეფსუნ ერქილიჩის სტუდიას ეკუთვნის.

გამოფენის მთავარი ექსპონატი დამთვალიერებლების ბიომეტრიულ მონაცემებზე სპეციალური სენსორებით რეაგირებს. პროექტის მომზადებას 3 წელი დასჭირდა და მისთვის ინფორმაცია ამაზონის ტყეებში შეგროვდა.

საგამოფენო მოწყობილობები ადამიანების გულისცემასა და მოძრაობას ზომავს. დარბაზში კედლებზე ჩიპებისა და ბუნების კადრები 40 წუთის განმავლობაში იცვლება, რაც ყოველ ჯერზე განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის.

სისტემა დამთვალიერებლის მონაცემებს მუზეუმიდან გასვლისთანავე შლის, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რეფიკ ანადოლი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ინსტრუმენტია საკუთარი თავის შესაცნობად.