Dieser Artikel ist noch nicht übersetzt. Originalversion wird angezeigt.

AI ზარების ფასი vs ადამიანი ოპერატორი

AI ზარების ფასი vs ადამიანი ოპერატორი
Towfiqu barbhuiya / unsplash

ბიზნესების უმეტესობა, რომელიც ადარებს AI ხმოვან აგენტს ადამიანს ოპერატორს, არასწორ ციფრს უყურებს. ისინი ადარებენ $0.10/წუთს ერთ საათობრივ ხელფასს და წყვეტენ რომ AI იაფია. რეალური სურათი უფრო ნიუანსურია — AI-ს აქვს setup ხარჯი, ინტეგრაცია, შენახვა. მაგრამ როცა სრულ მათემატიკას გაატარებთ — განსხვავება მაინც 5-10x AI-ის სასარგებლოდ.

ადამიანი ოპერატორის რეალური ღირებულება

ტიპიური ქართული ოპერატორი ღირს:

  • ხელფასი: 1,500-3,000 GEL/თვე (2026 ბაზრის ფასი)
  • გადასახადები + დაზღვევა: ~20% ზევით = 300-600 GEL
  • სამუშაო ადგილი + ტექნიკა: ~200 GEL/თვე
  • CRM + დიალერი: ~150 GEL/თვე
  • ტრენინგი: 2-4 კვირა არაპროდუქტიული, ~2,000 GEL ერთჯერადად

ჯამი თვეში: 2,150-3,950 GEL (იაფი ლეველი)

ეს იძლევა ~160 სამუშაო საათს თვეში. გამოაკლე შესვენებები, ტრენინგი, ავადობა — ~130 პროდუქტიული საათი. 6-10 ზარი საათში = 780-1,300 ზარი თვეში თითო ოპერატორზე.

AI ხმოვანი აგენტის რეალური ღირებულება

AI ეკონომიკა:

  • წუთობრივი ხარჯი: $0.05-0.15 (საშუალო $0.10)
  • Setup: $1,000-3,000 ერთჯერადად (სკრიპტი, ხმის ვარჯიში, CRM)
  • ყოველთვიური პლატფორმა: $50-200 (Vapi, Retell, ან self-hosted)
  • შენახვა: ~$100/თვე

1,000 ზარისთვის თვეში 2 წუთი საშუალო = 2,000 წუთი = $200 (~530 GEL).

ჯამი თვეში: 700-900 GEL setup-ის ამორტიზაციის შემდეგ

ROI 100 ზარი/დღეში (~3,000/თვე)

მცირე კლინიკის, კერძო პრაქტიკის, 1-2 პერსონის გაყიდვების მოცულობა.

ადამიანი: 3,000 ზარი / 1,000 ერთ ოპერატორზე = 3 ოპერატორი. ჯამი: 6,500-12,000 GEL/თვე.

AI: 3,000 × 2 წთ = 6,000 წთ × $0.10 = $600 = ~1,600 GEL. პლუს 200 GEL პლატფორმა + 100 GEL შენახვა = ~1,900 GEL/თვე.

დაზოგვა: 4,600-10,100 GEL/თვე. Payback: 1-2 თვე.

ROI 500 ზარი/დღეში (~15,000/თვე)

საშუალო ბიზნესი: სასტუმროების ქსელი, რესტორნული ქსელი, საშუალო გაყიდვების გუნდი.

ადამიანი: 15,000 / 1,000 = 15 ოპერატორი. ჯამი: 32,500-59,000 GEL/თვე + მენეჯერი (4,000 GEL).

AI: 15,000 × 2 წთ = 30,000 წთ × $0.10 = $3,000 = ~8,000 GEL. პლუს პლატფორმა ~500 GEL = ~8,500 GEL/თვე.

დაზოგვა: 28,000-54,500 GEL/თვე. Payback: <1 თვე.

დამალული ხარჯი ორივე მხარეს

ადამიანის დამალული ხარჯი:

  • ცვლილება (40-60% წელიწადში) — ხელახალი დაქირავება + ტრენინგი
  • ხარისხის ცვლადობა — ცუდი ოპერატორი ხელფასზე მეტს ღირს დაკარგულ გარიგებებში
  • 24/7-ისთვის საჭიროა 3 ცვლა = 3x პერსონალი
  • ავადობა / შვებულება = 8-12% ტევადობის დანაკარგი

AI-ს დამალული ხარჯი:

  • Setup / სკრიპტის წერა: 2-4 კვირა სააგენტოს დრო
  • Edge cases — ზარების 5-10% მაინც ადამიანის ესკალაციას საჭიროებს
  • Prompt drift დროთა განმავლობაში — ყოველთვიური tuning
  • საწყისი კლიენტური სკეპტიციზმი — პირველი თვე ნაკლები კონვერსია

გულახდილი მათემატიკა: AI ცვლის ოპერატორის მოცულობის 80-90%-ს. დარჩენილი 10-20% საჭიროებს ადამიანს სუპერვაიზერს ესკალაციისთვის.

როდის არ უხდება AI-ს ეკონომიკა

AI ეკონომიკა არ მუშაობს:

  • ძალიან მცირე მოცულობა (<20 ზარი/დღეში) — setup ხარჯი ვერ ამორტიზდება
  • მაღალი ემოციის სენსიტიური ქეისები — გლოვა, კრიზისი, რთული სამართლებრივი — ადამიანი მაინც უკეთესია
  • რეგულატორული შავი ხვრელები — ფინანსური სერვისების ნაწილი, ჯანდაცვის ვერტიკალები სპეციფიური compliance-ით

ამ შემთხვევებში — ჰიბრიდული მოდელი მუშაობს. იხილეთ ჩვენი ხმოვანი აგენტების სერვისი.

aiNOW-ის ტიპიური ფასი ქართული SMB-ისთვის

  • Discovery + სკრიპტი: 800-1,500 GEL ერთჯერადად
  • ხმა + setup + პირველი ინტეგრაცია: 1,500-2,500 GEL ერთჯერადად
  • თვიური პლატფორმა + AI 100 ზარი/დღეში: 1,500-2,500 GEL/თვე
  • შენახვა: 300-500 GEL/თვე

წელი-1 ჯამი 100 ზარი/დღე: ~25,000-35,000 GEL. წელი-1 ადამიანი ოპერატორების: ~80,000-150,000 GEL.

ინდივიდუალური კვოტისთვის — ხმოვანი აგენტების სერვისი ან დაგვიკავშირდით.

FAQ

1. რისკიანია წუთობრივი ფასი? ჩემი ზარები ცვლადია.

Vapi, Retell, OpenAI Realtime ყველა იხდის რეალური წუთის მიხედვით. საშუალო ზარის ხანგრძლივობა სტაბილიზდება 2-3 კვირაში. ცვლადობა ჩვეულებრივ ±15% თვიდან თვემდე.

2. რა შედის setup ფასში?

Discovery, სკრიპტის ფლოუ, ხმის ვარჯიში, ტელეფონის ნომერი, CRM ინტეგრაცია, AI გამხელის სკრიპტი, ტესტირება, გაშვება.

3. შეიძლება AI 24/7 + ადამიანი ოპერატორი 9-5?

დიახ — aiNOW-ს უმეტესობა dეპლოი ჰიბრიდულია. AI ყველა საათში, ადამიანი ესკალაციას ამუშავებს სამუშაო საათებში.

4. რა არის ტიპიური payback პერიოდი?

1-2 თვე ბიზნესისთვის 100+ ზარი/დღე. <1 თვე 500+ ზარისთვის. Setup ხარჯი ამორტიზდება 30-60 დღეში.