Meta-მ 26 თანამშრომელი საკუთარი გაუმართავი ხელოვნური ინტელექტით სამსახურიდან გაათავისუფლა
Meta-ს ყოფილმა 26 თანამშრომელმა კომპანიის წინააღმდეგ 2026 წელს სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანა. მოსარჩელეები კორპორაციას იმაში ადანაშაულებენ, რომ მან შემცირებაში მოსახვედრი კადრების შესარჩევად შიდა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.
Reuters-ის ცნობით, სასამართლო დავა ეხება პლატფორმას, რომელიც თანამშრომლებს პროდუქტიულობის მეტრიკებისა და ტოკენების გამოყენების მიხედვით აფასებდა. ეს სისტემა არაპროპორციულად შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
დაზარალებულთა განმარტებით, Meta-ს სისტემა Checkpoint შვებულებებსა და აქტივობის ნაკლებობას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებდა. 26 მოსარჩელიდან 13 თანამშრომელი აცხადებს, რომ მათი გათავისუფლება დეკრეტული ან მშობლის შვებულების აღებას დაემთხვა.
პასუხად, Meta-ს ოფიციალურმა სპიკერმა საქმის ფაქტები უარყო. მან განაცხადა: „სამუშაო ძალის მართვისა და ორგანიზაციული გადაწყვეტილებები ადამიანების მიერ მიიღება და არა ხელოვნური ინტელექტის". კომპანია მზად არის სასამართლოში საკუთარი პოზიცია დაიცვას.