SpaceX-მა ინვესტორებს xAI-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი თხელი AI-სმარტფონის პროტოტიპი უჩვენა

SpaceX-მა ინვესტორებს თხელი, სმარტფონის მსგავსი მოწყობილობის პროტოტიპი წარუდგინა, რომელშიც ილონ მასკის კომპანია xAI-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია იქნება ჩაშენებული.
Wall Street Journal-ის ცნობით, აპარატი iPhone-ზე თხელი უნდა იყოს, საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე იმუშაოს და Qualcomm-ის Snapdragon-ის ჩიპი გამოიყენოს. SpaceX-მა მხოლოდ 1 პროტოტიპი აჩვენა.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია და გაურკვეველია, საბოლოოდ აეწყობა თუ არა მოწყობილობა. მასკი ცდილობს შექმნას ე.წ. „everything app", WeChat-ის მსგავსი პლატფორმა.
საკუთარი მოწყობილობა მასკს Apple-სა და Google-ზე დამოკიდებულებას შეუმცირებდა. სწორედ ამ 2 კომპანიის პლატფორმებზე მუშაობს დღეს xAI-ის ჩატბოტი.
Wall Street Journal-ის მიხედვით, OpenAI-იც ავითარებს AI-სმარტფონს და 3 არაჩვეულებრივ ფორმასაც ამოწმებს: სამკერდე ნიშანს, ჭკვიან დინამიკს და ციფრულ დიქტოფონს.