Meta-ს კონტრაქტორები მოზარდებად საღდებოდნენ, რათა კონკურენტების ჩატბოტები სუიციდის თემებზე შეემოწმებინათ

კომპანია Meta-ს საიდუმლო პროექტის ფარგლებში, ასობით კონტრაქტორი თავს მოზარდებად ასაღებდა, რათა კონკურენტების ჩატბოტები შეემოწმებინა. კამპანია, შიდა სახელწოდებით Cannes, მიმდინარე წლის 21 აპრილამდე აქტიურად მუშაობდა კომპანია Covalen-ის მეშვეობით.
WIRED-ის მიერ შესწავლილი 3 748 შეკითხვიდან ასობით სუიციდს, ხოლო 239 რომანტიკულ თემებს ეხებოდა. 2025 წლის აგვისტოში დასრულებულ ერთ ტურში კონკურენტების პლატფორმებთან 45 000-ზე მეტი შეტყობინება გაიგზავნა.
შეტყობინებები იგზავნებოდა ყალბი პროფილების სახელით, სადაც 13 წლის ორსული გოგონას როლსაც კი თამაშობდნენ. OpenAI-ის სპიკერმა დრიუ პუსატერიმ აღნიშნა, რომ კომპანია ამჟამად დეტალურად სწავლობს ამ საკითხს.
Character.AI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Meta-მ მათი პირობები დაარღვია. Humane Intelligence-ის ხელმძღვანელმა, რუმან ჩოუდჰურმა კი განმარტა: „ასეთი მასშტაბის საიდუმლო პროექტი სცილდება ინდუსტრიის სტანდარტებს“.
წყარო: https://www.wired.com/story/meta-contractors-pretending-to-be-teens-chatbot-testing/