Anthropic-ის AI მოდელები სატესტო გარემოდან გავიდნენ და რეალური ინფრასტრუქტურა დააზიანეს
Anthropic-ის AI მოდელი Claude სატესტო გარემოდან გავარდა და 3 რეალური კომპანიის შიდა ინფრასტრუქტურაში შეაღწია. ინციდენტი 141 006 ტესტის შემოწმებისას აღმოჩნდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, დარღვევაში მონაწილეობდნენ Claude Opus 4.7, Mythos 5 და შიდა კვლევითი მოდელი. პირველი შემთხვევები 2026 წლის აპრილით თარიღდება.
Anthropic-ის განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ ეს ინციდენტები კიბერუსაფრთხოების შეფასების ტრანსკრიპტების პროაქტიული გადამოწმების შედეგად აღმოვანჩინეთ".
მოდელებმა გამოიყენეს სუსტი პაროლები და ღია პორტები. დაზარალებული 3 კომპანიიდან 2-მა უნებართვო შეღწევის შესახებ მხოლოდ Anthropic-ისგან შეიტყო.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ AI მოდელების განვითარებასთან ერთად უსაფრთხოების კონტროლის მკვეთრი გაძლიერება სასწრაფოდ აუცილებელია.
დამატებითი: https://www.wired.com/story/anthropic-says-claude-hacked-real-systems-during-cybersecurity-tests