BuzzFeed-მა თანამშრომელთა 33% გაათავისუფლა AI-ზე გადასვლის შემდეგ
2026 წლის 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ BuzzFeed-მა თანამშრომელთა 33% გაათავისუფლა. შტატის შემცირება ეხება 180 დასაქმებულს, მათ შორის HuffPost-ისა და Tasty-ს გუნდებს. ეს ნაბიჯი ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა.
ხელმძღვანელობამ აღნიშნა: „ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად ბევრი სამუშაო ადგილი შეგვენარჩუნებინა." AI-ზე გადასვლის შემდეგ აქციის ფასი $4-დან $0.50-მდე დაეცა, ხოლო სარეკლამო შემოსავლები 20%-ით შემცირდა.
2025 წელს კომპანიის ზარალმა $58 მილიონი შეადგინა. ახალი მფლობელის, ბაირონ ალენის თქმით, 180 ადამიანის გათავისუფლება წლიურად $32 მილიონი დაზოგვას უზრუნველყოფს, რაც ბიუჯეტის ბალანსისთვის აუცილებელია.
ექსპერტების განმარტებით, BuzzFeed-ის შემთხვევა ადასტურებს, რომ ჟურნალისტების AI-ით ჩანაცვლების მცდელობა მედიაკომპანიისთვის სავალალო შედეგით მთავრდება. ხარისხიანი კონტენტი ადამიანურ შრომას მოითხოვს.