ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელები OpenRouter-ის ტრაფიკის 30%-ზე მეტს იკავებს
ამერიკული კომპანიები სულ უფრო ხშირად ამჯობინებს ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებას დაბალი ფასების გამო. OpenRouter-ის მონაცემებით, ჩინური მოდელების წილი ბაზარზე 8 თებერვლიდან ყოველკვირეულად 30%-ს აჭარბებს.
როგორც პლატფორმის თანამშრომელი ჯასტინ სამერვილი წერს, ჩინური ღია კოდის მოდელები ამერიკულ ალტერნატივებზე 60%-დან 90%-მდე იაფია. ამის გამო სტარტაპმა Lindy-მ მთელი ტრაფიკი DeepSeek-ზე გადაიტანა.
სტარტაპის ხელმძღვანელმა ფლო კრიველომ აღნიშნა, რომ ჩინურ ალგორითმზე გადასვლით Lindy მილიონობით დოლარს ზოგავს. ამასთან, ჩინური მოდელები ამერიკულ ლიდერებს დაახლოებით 6-დან 9 თვემდე ჩამორჩება.
ხელოვნური ინტელექტის სტანდარტებისა და ინოვაციების ცენტრის ანგარიშიც ადასტურებს, რომ ჩინური სისტემები აშშ-ის მოდელებს 8 თვით ჩამორჩება. თუმცა, ბევრი ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.