როგორ დავნერგოთ AI ხმოვანი აგენტი - 2026 ბიზნეს გზამკვლევი

Andrew Altair, Founder
როგორ დავნერგოთ AI ხმოვანი აგენტი - 2026 ბიზნეს გზამკვლევი
Compagnons / unsplash

AI ხმოვანი აგენტის დანერგვა აღარ არის 6-თვიანი საინჟინრო პროექტი. თანამედროვე პლატფორმებით (Vapi, Retell, OpenAI Realtime) შეგიძლიათ დაუშვათ ბაზისური აგენტი 1-2 კვირაში და სრულად ინტეგრირებული 3-4 კვირაში. აქ არის ზუსტი 7-ნაბიჯიანი playbook.

ნაბიჯი 1 - აირჩიე გამოყენების შემთხვევა

ნუ ცდილობ "ზოგადი AI ასისტენტის" დანერგვას. აირჩიე ერთი კონკრეტული სამუშაო:

  • გამავალი ცივი ზარები (SDR-ის ჩანაცვლება)
  • შემომავალი ჩაწერა (კლინიკები, სალონები)
  • რესტორნული რეზერვაცია / სასტუმროს ჯავშნები
  • მრავალენოვანი call ცენტრი საექსპორტო ბიზნესისთვის
  • ვალის შეგროვების follow-up

რაც უფრო ვიწროა სამუშაო - მით უფრო მაღალი ხარისხი. იხილე ვერტიკალები კლინიკები/რესტორნები/სასტუმროები.

ნაბიჯი 2 - აირჩიე Backend

სამი მთავარი გზა:

  • Vapi - სწრაფი setup, no-code dashboard, კარგი outbound-ისთვის. ~$0.10/წთ.
  • Retell AI - ძლიერი inbound + ინტეგრაციები, ცოტა უფრო ტექნიკური. ~$0.07/წთ.
  • OpenAI Realtime API - ყველაზე მოქნილი, ყველაზე დაბალი დაყოვნება, საჭიროა custom backend. ~$0.06/წთ + dev ხარჯი.

ქართული SMB-ებისთვის ვურჩევთ Vapi (outbound) ან Retell (inbound). სრული შედარება - Vapi vs Retell vs Bland.

ნაბიჯი 3 - ხმა + სკრიპტი + ნომრები

სამი პარალელური სამუშაო:

  • ხმა: ElevenLabs preset (უფასო Vapi/Retell-ში) ან კლონირებული ხმა თუ ბრენდს ცნობილი პერსონა ჰყავს ($1-2K ერთჯერადად)
  • სკრიპტი: გახსნა, AI გამხელა, FAQ ფილიალები, ესკალაციის triggers, დახურვა. 200-500 ხაზი სრული სკრიპტი. ~3-5 დღე.
  • ნომრები: Twilio-ზე (პრიორიტეტული) ან პლატფორმით. ქართული ნომრები + საერთაშორისო toll-free ექსპორტისთვის.

ნაბიჯი 4 - CRM ინტეგრაცია

აირჩიე CRM (HubSpot, Pipedrive, Salesforce, Bitrix). გამართე:

  • Webhook ზარების event-ებისთვის - ყველა ზარი წერს CRM-ში
  • კალენდრის ჯავშნა - Google Calendar ან Outlook
  • ლიდის სკორინგი - AI ნიშნავს hot/warm/cold საუბრის მიხედვით
  • Follow-up სერია - ავტო-trigger email ან SMS ზარის შემდეგ

სრული how-to - CRM ინტეგრაციის გზამკვლევი.

ნაბიჯი 5 - Compliance + AI გამხელა

სავალდებულო:

  • AI გამხელა ზარის დასაწყისში - „გამარჯობა, ეს არის [AI სახელი] [კომპანიის] სახელით. ამ ზარს ამუშავებს AI ასისტენტი."
  • ჩაწერის თანხმობა - თუ წერ - ჰკითხე
  • GDPR - EU კლიენტებისთვის
  • საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი - ქართული კლიენტებისთვის

დეტალური Compliance რუკა - GDPR + საქართველო გზამკვლევი.

ნაბიჯი 6 - ტესტირება

გაშვებამდე:

  • შიდა ზარების ტესტი - გუნდის წევრები რეკავენ AI-ს, edge-case ტესტი
  • პილოტი 50-100 რეალურ კლიენტზე - გაზომე კონვერსია vs ადამიანი baseline
  • A/B ტესტი სკრიპტებზე - ორი გახსნა, ნახე რომელი კონვერტდება მეტად
  • ხარისხის სკორინგი - მოუსმინე პირველ 100 ზარს, მონიშნე კარგი/ცუდი

ეს ფაზა სჭირდება 3-7 დღე. დასაფიქსებელი - 10-20% საკითხი.

ნაბიჯი 7 - გაშვება + მონიტორინგი

გაშვება:

  • მოცულობის ramp - დაიწყე 10%-ზე, ყოველ კვირაში გაზარდე
  • Live dashboard - ზარის წარმატება, ესკალაცია, კონვერსია
  • ყოველკვირეული tuning - გადახედე ჩავარდნილ ზარებს, მოარგე promt-ი
  • ადამიანის ესკალაციის რიგი - 10-20% ვერ AI-ი ასწრებს

აგენტების უმეტესობა სტაბილიზდება >85% წარმატებაზე 4 კვირაში.

დროის შეჯამება

ფაზა ვადა
Discovery + use case + სკრიპტი 1 კვირა
ხმა + ნომრები + ბაზისური ლოგიკა 1 კვირა
CRM ინტეგრაცია + ტესტი 1-2 კვირა
პილოტი + tuning 1 კვირა
გაშვება + მონიტორი მუდმივად

ჯამი ცოცხალამდე: 1-2 კვირა (ბაზისური), 3-4 კვირა (სრული ინტეგრაცია).

aiNOW-ის დანერგვის კვოტისთვის - ხმოვანი აგენტების სერვისი.

FAQ

1. შეიძლება დავნერგო კოდის ცოდნის გარეშე?

დიახ. Vapi-სა და Retell-ს აქვთ no-code dashboard. რთული ნაწილია სკრიპტი და CRM ინტეგრაცია - ორივე outsource-დება.

2. რამდენად სწრაფად შეიძლება production-ი?

1-2 კვირა ბაზისური outbound/inbound აგენტისთვის. 3-4 კვირა სრული CRM ინტეგრაციისთვის + მრავალენოვანი.

3. ყველაზე ხშირი ჩავარდნა?

პილოტი ფაზის გამოტოვება. გუნდი ეჩქარება გაშვებას, შემდეგ რეალური კლიენტები ხვდებიან edge case-ებს. პილოტი 50-100 ზარი - სანამ scaling-ს დაიწყებ.

4. რამდენ ხანში სჭირდება სკრიპტს განახლება?

ყოველკვირეულად პირველი 4 კვირა. შემდეგ - ყოველთვიურად.