1. ვაგროვებთ მასალას
ვიღებთ თქვენს ხშირ კითხვებს, ფასებს, სამუშაო საათებსა და წესებს: რას უპასუხოს ბოტმა თავად და როდის გადასცეს საუბარი ადამიანს.
ჩატბოტის დაყენება ბიზნესისთვის
თქვენ გვიგზავნით კითხვებს, ფასებსა და სამუშაო წესებს. ჩვენ ვაწყობთ ჩატბოტს, ვამოწმებთ რეალურ სცენარებზე და ვაყენებთ იმ არხებში, სადაც თქვენი კლიენტები გწერენ.
ვიღებთ თქვენს ხშირ კითხვებს, ფასებს, სამუშაო საათებსა და წესებს: რას უპასუხოს ბოტმა თავად და როდის გადასცეს საუბარი ადამიანს.
ჩატბოტს ვაწვდით მხოლოდ დამტკიცებულ ინფორმაციას. ჩართვამდე მის პასუხებს ტიპურ კითხვებზე ვამოწმებთ.
ჩატბოტს ვაკავშირებთ Facebook Messenger-თან, Instagram Direct-თან, WhatsApp Business-თან, Telegram-თან ან საიტის ჩატთან. საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნები CRM-ში ან ცხრილში გადადის.
პირველ დღეებში ვამოწმებთ რეალურ მიმოწერას და ვასწორებთ პასუხებს, სადაც პასუხი არაზუსტი ან ზედმეტად გრძელია.
AAS.GE-ის პროექტზე შეგიძლიათ ნახოთ საიტი, კატალოგი, ლიდების ინსტრუმენტი და ჩატის ავტომატიზაცია. Mshenoveli-ის პროექტზე ჩანს საიტის ინსტრუმენტი და დაკავშირებული ჩატი.
ფასი დამოკიდებულია პასუხების მოცულობასა და დაკავშირებული ანგარიშების რაოდენობაზე. Business ტარიფები თვეში 220 ₾-დან იწყება.
Starter
220 ₾/თვე
3 000 AI პასუხი · 1 ანგარიში
Business
450 ₾/თვე
8 000 AI პასუხი · 3 ანგარიში · ლიდის შეფასება და ჩაწერა
Premium
900 ₾/თვე
25 000 AI პასუხი · 5 ანგარიში · ცოდნის ბაზა და მუდმივი მხარდაჭერა
Enterprise
2 500 ₾/თვე
75 000 AI პასუხი · 10 ანგარიში · ინდივიდუალური ფუნქციის მოთხოვნა
Business ტარიფები თვეში 220 ₾-დან იწყება, შემდეგი დონეებია 450 ₾, 900 ₾ და 2 500 ₾. ტარიფები განსხვავდება პასუხების მოცულობით, დაკავშირებული ანგარიშების რაოდენობითა და მხარდაჭერით. დამატებითი კავშირები, მაგალითად CRM, შეთავაზებაში ცალკე თანხმდება.
ვადა დამოკიდებულია არხებზე, მასალასა და სისტემებთან კავშირზე. დაწყებამდე ვთანხმდებით, რა უნდა მოამზადოთ და როდის შეიძლება პირველი ვერსიის ჩართვა.
დიახ. ვუერთებთ მხოლოდ იმ არხებს, სადაც თქვენი კლიენტები გწერენ. სხვა არხის დამატება მოგვიანებითაც შეიძლება.
ასეთ შემთხვევაში ჩატბოტი პასუხს არ იგონებს. ის კლიენტს ეუბნება, რომ საკითხს თანამშრომელი გადაამოწმებს, და საუბარს თქვენს გუნდს გადასცემს.
დიახ, შეიძლება ქართულად იმუშაოს და საჭიროების შემთხვევაში რუსულ და ინგლისურ ენაზეც უპასუხოს. ენის ხარისხსა და ტონს თქვენი მასალითა და ტესტირების სცენარებით ვამოწმებთ.
ჩვენი ჩატბოტი გადახდას ჩატში არ იღებს. ის აზუსტებს მოთხოვნას, აგროვებს საჭირო მონაცემებს და საკითხს თანამშრომელს გადასცემს.
მოგვწერეთ, რომელ არხში გწერენ კლიენტები ყველაზე ხშირად
მოგვწერეთ